გუშინ ბილტმორში ევროპული სააფთიაქო ალიანსის ფარგლებში "ფარმსახლმა" მომხმარებლებს ახალი, ფრანგული პრემიუმ ბრენდი "ნეუტრადერმი" წარუდგინა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სააფთიაქო ქსელის გაფართოება 2023 წელს „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ აფთიაქების გაერთიანებით დაიწყო და საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც 100%-ით ფრანგული პარაფარმაციის პროდუქციისა და საოჯახო ფარმაციის არჩევანი გაიზარდა, ამასთან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, პირველი სააფთიაქო რობოტი სწორედ ფარმსახლის სამ აფთიაქში დაინერგა.