მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაროსანასთან ბრძოლის რა ღონისძიებები გაატარა სეს-მა წელს?

ფაროსანა
24.11.25 11:40
113

2025 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ შემდეგი ღონისძიებები ჩაატარა:

ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა ტყის და სოფლის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი;

თერმული ნისლით - 348 620 ჰა ტერიტორია;

ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8008 „მონიტორინგის ხაფანგი” და 208 444 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მიმდინარე წლის მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დასრულდა. სეზონურობის გათვალისწინებით, გვიან შემოდგომაზე, როცა აზიური ფაროსანა შედარებით პასიურია და სახლის სხვენებსა და შენობა-ნაგებობებში ინაცვლებს, სააგენტო აგრძელებს მონიტორინგს.

ამასთან უწყების ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ მომავალი წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრისა და მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მონიტორინგს აგრძელებს.

"გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები; სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას აცნობენ საკარმიდამო ტერიტორიების დამუშავების წესებს; ოზურგეთის, საჩხერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ათვალიერებენ საცხოვრებელ სახლებსა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებს და ადგილობრივებს მავნებლის ლოკალურად განადგურებაში ეხმარებიან.

პირველადი შესწავლით, მავნებლის რაოდენობა დაბალ და საშუალო ნიშნულზეა, თუმცა საბოლოო შედეგი მონიტორინგის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები