,,ძირითადი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს აშშ-ს მხრიდან. გარკვეული დაფინანსება გამოყო ასევე EBRD-მა და ევროკავშირმა. ბიუჯეტიდან და დონორებიდან მობილიზებული თანხები, ვფიქრობ, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წელს საკმარისია’’-აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამინისტრო ფერმერებთან დღის განმავლობაში 100-ზე მეტ საინფორმაციო კამპანიას მართავს და აცნობს მათ იმ ღონისძიებებსა და მეთოდებს, რაც აუცილებელია მწერთან საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

























