მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასდაკლების კვირეული" ბათუმის შემდეგ კახეთში დაიწყება

5a9eac4d5a749
თამუნა დემეტრაშვილი
06.03.18 18:56
1015
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი "ფასდაკლების კვირეული“, მალე კახეთში დაიწყება, - ამის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, მალე გამოქვეყნდება იმ სასტუმროებისა და ღვინის მარნების ნუსხა, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტურისტებს ფასდაკლებით მოემსახურებიან. ჩოგოვაძის ინფორმაციით, 11 მარტს დასრულდება პროექტის ის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც დამსვენებელი ბათუმის სასტუმროებსა და რესტორნებში 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობდა, გამოქვეყნდება პროექტის ფინანსური შედეგებიც.

"წინასწარი მონაცემებით, ეს პროექტი საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის, საინტერესო აღმოჩნდა იმ სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტებისთვისაც, რომლებმაც არასეზონზე გაზრდილი ტურისტული ნაკადები მიიღეს", -აღნიშნა ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები