მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები გავზარდეთ, მიზეზი ინფლაციაა - საცურაო აუზი “ნეპტუნი”

6487126c8f389
ლიკა გურაბანიძე
13.06.23 16:16
5640
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ღია საცურაო აუზები მუშაობას ანახლებენ. როგორც ირკვევა, წელს, ინფლაციის ფონზე საცურაო აუზების ნაწილი ვიზიტებს აძვირებს. სპორტკომპლექს "ნეპტუნში" აცხადებენ, რომ აბონიმენტების ფასები მათთან დაახლოებით 13%-ით გაიზარდა.

bm.ge-სთან ინტერვიუში, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნიკოლოზ არაბიძე ამბობს, რომ 2020 წლის შემდგომ პირველად, ფასების დაკორექტირება მიმდინარე წლის თებერვალში მოუწიათ. მისი თქმით, ამის მიზეზი ინფლაციაა. 

“ქვეყანაში ინფლაციაა და შესაბამისად, ამ დრომდე ერთთვიანი ულიმიტო აბონიმენტი თუ 350 ლარი ღირდა, ახლა 420 ლარი ღირს. 12-ვიზიტიანი აბონიმენტის ფასი კი, 300 ლარის ნაცვლად 370 ლარია", - განმარტა ნიკოლოზ არაბიძემ.

რაც შეეხება გაყიდვებს, საცურაო აუზის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით, ის წელს, პანდემიამდელ პერიოდს 20%-ით გადააჭარბებს.

“წელს, ზაფხულის დასაწყისშივე შეინიშნება, რომ ჩვენს აუზზე მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართველების გარდა, მოთხოვნა უკრაინელი მიგრანტებისგან და ევროპელი ტურისტებისგანაც არის, ეს ჩვენს გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის", - აღნიშნა არაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები