მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები მედიკამენტებზე უმნიშვნელოდ, თუმცა, მაინც გაიზარდა – "ბიოქიმფარმი"

5f7ca4f31241c
მარიამ ადამია
07.10.20 00:15
1191
„ბიოქიმფარმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რატი ღოლიჯაშვილმა, გადაცემა „საქმიან დილაში“, მედიკამენტებზე მომატებულ ფასებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის შედეგად აისახა ბიზნესზე. მისი თქმით, კორონავირუსსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც გაყიდვების, ასევე დანადგარების ჩამოტანის მიმართულებითაც.

„პანდემიამ შეგვიქმნა პრობლემები გაყიდვების მიმართულებით და ასევე დანადგარების ჩამოტანის კუთხით, რადგან მათი ჩამოტანის დრო გაიწელა, ასევე ფასები უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ცვლილება ფასის, რაც განაპირობა დოლარის კურსმა და სხვა თანმდევმა პროცესებმა,“ - აღნიშნა რატი ღოლიჯაშვილმა.

„ბიოქიმფარმის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მარკეტინგული კამპანიების დახმარებით ფაგების მიმართ ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქუჩაში 10 ქალბატონიდან 7-მა მაინც იცის კომპანიის მედიკამენტებისა და ფაგების შესახებ. ხოლო კონკრეტულად წამალი „ფაგიო“, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამალია საქართველოში, კონკრეტულ სეგმენტში.

„დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ფაგებმა გარკვეულ ნაწილში ჩაანაცვლა ანტიბიოტიკები, თუმცა 100%-ით მაინც ვერ ანაცვლებს, რადგან მაგალითად არსებობს მწვავე დაავადებები, სადაც მხოლოდ ფაგებით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ უმეტესობა დაავადებებში, მათ შორის ისეთი, რომლებიც არის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული, იქ ფაგების გამოყენება ძალიან ეფექტურია“, - აღნიშნა რატი ღოლიჯაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები