ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში ამოქმედებულ ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. როგორც კომპანიების ნაწილში აცხადებენ, არსებული ფორმით მიღებული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს, რომ პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს. ინფრასტრუქტურის მშენებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ის გარემოება წარმოადგენს, რომ ინდექსაცია ხარჯების მხოლოდ 60%-ს ეხება, რაც მათი შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს ინფლაციითა თუ ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემების სრულად კომპენსირებას. ამასთან, ინფრასტრუქტურული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ინდექსაცია ისეთ კონტრაქტებსაც უნდა ეხებოდეს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, მომავალ კვირაში სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, სადაც დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ინდექსაციის მოდელთან დაკავშირებულ შენიშვნებზე ისაუბრებენ. რა შენიშვნები აქვთ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს ტენდერებში ფასთა ინდექსაციის წესთან დაკავშირებით.


































