მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასებს უცვლელს ვტოვებთ, მაგრამ ვერ გეტყვით, ამას რამდენი ხანი შევძლებთ - „ნატალი ჯგუფი“

61e7bce47eee3
ლიკა გურაბანიძე
20.01.22 09:45
744
„ნატალი ჯგუფისთვის“ ამჟამად ყველაზე მტკივნეული საფასო პოლიტიკაა, რადგან პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მომსახურების ფასს ვერ ვცვლით“, - ამის შესახებ “ნატალი ჯგუფის” დამფუძნებელმა ნატალია თოლორაიამ "Forbes კვირას" განუცხადა და იქვე აღნიშნა, რომ პანდემიურ პერიოდში გაზრდილი ინფლაცია სილამაზის ინდუსტრიაზეც აისახა, ვინაიდან გასულ წლებთან შედარებით სალონური მომსახურებისთვის საჭირო ნედლეული გაძვირდა.

„შედეგად, კომპანიას ხარჯები გაეზარდა; მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით, ჯერჯერობით, სერვისის ფასებს უცვლელს ვტოვებთ, თუმცა ამას რამდენი ხანი შევძლებთ, ნამდვილად ვერ გეტყვით. აქვე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხი, რომელსაც ვერ გავაფუჭებთ. თუ ჩვენი ბიზნესი ფასების კორექტირებას მცირედით მაინც მოახდენს, დღევანდელი სიტუაცია უფრო დასტაბილურდება“, - განმარტა ნატალი თოლორაიამ.

გამოწვევებზე საუბრისას, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელმა საბანკო ვალდებულებების მომსახურებაც გამოყო, რაც ბიზნესს დამატებით აწვება.

„სავალუტო რყევები ცალკე გამოწვევას ქმნის, რადგან სესხი უცხოურ ვალუტაში გვაქვს და 2021 წლის შემოსავალი კიდევ 2019 წლის მსგავსიც რომ იყოს, მაინც ზარალზე გავალთ, ვინაიდან სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“, - აღნიშნა მან.

ნატალი თოლორაიას თქმითვე, “ნატალი ჯგუფის” მოგება შარშან 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 10-დან 15%-მდე შეუმცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები