მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასებს ვინარჩუნებთ, თუმცა შესაძლოა, IV კვარტალიდან გაძვირება მოგვიწიოს - BEKO საქართველო

მეჰმედ მელექი

ტექნიკის იმპორტიორ მაღაზიებში აცხადებენ, რომ გლობალურად მიმდინარე პროცესების, მათ შორის ტრანსპორტირების გაძვირების ფონზე, პროდუქცია გაძვირდა.

როგორც „BEKO საქართველოში“ BMG-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე ფასებს არსებული მარაგების და მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ. თუმცა კომპანიის გენერალური დირექტორის, მეჰმედ მელექის შეფასებით, შესაძლოა, უკვე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე გაიზარდოს.

“ფასები გლობალურად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არის გაზრდილი. მსოფლიოში არეულობაა, აშშ-ირანის, უკრაინა-რუსეთის ომების გამო და ამ ფონზე, ტრანსპორტირება ძალიან გაგვიძვირდა. ამას კიდევ დაემატა საქართველოში ენერგოეფექტურობის რეგულაციების კანონის ძალაში შესვლა და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ფასები. თუმცა ჩვენი მარჟების შემცირების ხარჯზე ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ფასებს, ალბათ წლის მესამე კვარტალის ბოლომდე ასე იქნება. თუმცა მეოთხე კვარტალიდან შეიძლება ფასების ზრდა მოგვიწიოს დაახლოებით 3-დან 7%-მდე.

თუმცა თუ დასტაბილურდა ყველაფერი, თუ ნედლეულის ფასები პირვანდელ მდგომარეობაში ჩამოვიდა, თუ ეკონომიკურადაც გლობალურად ყველაფერი დალაგდა, შეიძლება წლის ბოლომდეც მოვითმინოთ და არ გავზარდოთ ფასები. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ფასების მატება რეალიზაციის დაახლოებით 10-15%-ით შემცირებას იწვევს. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არსებული ფასები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები