მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაშინიანი: სამართალდაცავებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს - დააკავეს არქიეპისკოპოსი

გალსტიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მასშტაბური გეგმა აღკვეთეს. მისი თქმით, გეგმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მხრიდან მოდიოდა და სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

„სამართალდამცავებმა აღკვეთეს მასშტაბური გეგმა, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად“, — განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცავები დილიდან ატარებენ ჩხრეკებს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მხარდამჭერების სახლებში. კომიტეტის განცხადებით, მოძრაობამ ვერ შეძლო კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა და ამის ნაცვლად აირჩია კონსტიტუციით დაუშვებელი გზები.

„არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ჯგუფის წევრებთან ერთად ტერორისტული აქტების ჩადენისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები ჰქონდა შეძენილი“, — აცხადებენ გამოძიებაში.

ფაშინიანის განცხადება მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობისადმი ოპოზიციური განწყობით გამოირჩევა.

ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობას „ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელობს ტავუშის არქიეპისკოპოსი ბაგრატი(გალსტანიანი). ის 26 მაისს ერევანში გამართულ მიტინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, არქიეპისკოპსს სომხეთის და კანადის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

სომხეთის კონსტიტუციით კი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები