მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, იგივე ОДКБ-დან გამოვა. როგორც მან დღეს განაცხადა, ქვეყანას ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად როდის დატოვებს ქვეყანა ორგანიზაციას.

კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვაზე, რატომ არ იღებს ქვეყანა აღნიშნული გაერთიანებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, ფაშინიანმა განაცხადა: „ჩვენ დავტოვებთ მას, ამით გვაშინებთ? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის გამოვიდეთ“.

შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი, რომელსაც ხელი 1992 წელს მოეწერა რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიერ. 1993 წელს მას აზერბაიჯანი, ბელარუსი და საქართველოც შეუერთდა. თუმცა, 1999 წელს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა შეწყვიტეს წევრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები