მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას დრო სჭირდება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამისკენ"

5c190e79def3c
თამუნა დემეტრაშვილი
18.12.18 19:34
835
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ფასიანი ქარალდების განვითარებას და კომპანიების აქტიურობას დრო სჭირდება.

,,აუცილებელია, მოთხოვნაც იზრდებოდეს კოპანიების მხრიდან, რასაც უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს. მომავალი წლიდან საპენსიო ფონდიც ამუშავდება, რაც ფასიან ქარალდებზე მოთხოვნას გაზრდის. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ბაზარი ვითარდება და რაც უფრო მეტად დაინახავენ კომპანიები, რომ მათთვის სასარგებლოა გადადგან ნაბიჯები გამჭვირვალობისკენ, ასევე განახორციელონ მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებები, რათა დაარწმუნონ ინვესტორები, მეტ აქტიურობას დავინახავთ ამ ბაზარზე”, - განაცხადა მესტვირიშვილმა „საქმიან დილაში”.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და ის იქნება საფუძველი სხვა ფასიანი ქარალდების ბაზრის განვითარებისთვის.
როგორც არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გარეშეც ეს ბაზარი არ არსებობს; ესენია: ანგარიშსწორების უსაფრთხოება და ფასიანი ქაღალდების შენახვის უსაფრთხოება.

,,ჩვენ გავაკეთეთ ერთი სისტემა, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა. ეს არის უნიკალური გადაწყვეტა, მაგრამ ჰაერიდან არ მოგვიტანია, ევროპის ცენტრალურ ბანკს აქვს ესეთი სისტემა, ჩვენ ვართ შემდეგი. ერთ სისტემაში ოპერირებს, როგორც - კერძო, ისე სახელმწიფო დეპოზიტარი. ჩვენ გვაქვს ანგარიშსწორების უსაფრთხოების ძალიან მაღალი ხარისხი. ორი სისტემის ერთიანობა ეფექტურია და ანგარიშსწორების ფასი კი - დაბალი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი შეფასებით, უკვე არსებობს ყველა ის ფაქტორი, რაც სჭირდება ბაზარს და ეს ინფრასტრუქტურა ქმნის იმ აუცილებელ წინაპირობას, რაც ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები