მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 447 პირი დააჯარიმეს

5b5884eede916
თელარა გელანტია
25.07.18 19:10
987
2017 წელს ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 363 ფაქტი გამოვლინდა.

BM.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევაზე (ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა) სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2017 წელს 250 იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმეს და მათ მიერ ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, გადახდილმა თანხამ 37 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკას, სულ 208 ფაქტი დაფიქსირდა; 197 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს, რომელთაც ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 9200 ლარი შეიტანეს.

შეგახსენებთ: ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა იწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − 1000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები