Financial Action Task Force (FATF)-მა, რომელიც G7-ის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა და ფულის გათეთრების რისკების შემცირებას ემსახურება, ბოლივია და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები „ნაცრისფერ სიაში“ შეიყვანა.
ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ხორვატია, მალი და ტანზანია ამოღებული იქნებიან ზემოხსენებული სიიდან, რადგან ამ ქვეყნებთან მიმართებით ფულის გათეთრების რისკები შემცირებულია.
საერთო ჯამში, „ნაცრისფერი სია“ მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ალჟირი, ანგოლა, ბულგარეთი, ბურკინა-ფასო, კამერუნი, კოტ-დივუარი, კონგო, ჰაიტი, ლაოსი, კენია, ლიბანი, მონაკო და მოზამბიკი.
ამასთან, არსებობს „შავი სია“ ანუ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკები უკიდურესად მაღალია, ასეთია: ირანი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი.




























