მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაზის ოილი": ჩვენი გათვლებით, საქართველოში საწვავის ფასი, დაახლოებით, 15%-20%-ით დაიწევს

5df222d9385a6
თელარა გელანტია
12.12.19 15:21
1654
დღეს, კომპანია “ფაზის ოილმა” და აუდიტორულმა კომპანია “Deloitte & Touche”-ის წარმომადგენლობამ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიხედვით, ყულევში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, ქვეყანაში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი წარადგინეს.

“ფაზის ოილის” აღმასრულებელი დირექტორის გია შავდიას განცხადებით, “ინვესტიციის მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით არის $1.1 მილიარდი, რომელიც მშენებლობის 4 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული". პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წელსაა დაგეგმილი.

ამასთან, დღეს წარდგენილი პროექტის მიხედვით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ შექმნილი პროდუქცია როგორც ექსპორტზე გავა, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„სამჯერ მეტი წარმოება ექნება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ვიდრე საქართველო მოიხმარს, აქედან გამომდინარე, საქართველო იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი გათვლებით, საქართველოს ბაზარზე ფასი, დაახლოებით, 15%-20%-ით დაიწევს და რაც მთავარია, საწვავი იქნება უმაღლესი ხარისხის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქარხანა არ იქნება მიბმული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ ნედლეულს საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად, ჩვენთვის ყველაზე მისღებია ყაზახური ნავთობი, ყველაზე ახლოსაც არის და ამ ნავთობზე არის მთავარი გათვლა. გარდა საქართველოსა და რეგიონისა, გათვლა გვაქვს უკრაინულ ბაზარზეც. ქარხანა გამოუშვებს ევრო5-ისა და ევრო6-ის სტანდარტის პროდუქტს, შესაძლოა ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ. რაც შეეხება საბოლოო ფასს, მთელი ჩვენი გათვლები არის მხოლოდ დამხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა შავდიამ.

ცნობისთვის: ყულევის ტერიტორიაზე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების იდეა ახალი არაა. 2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, შეიქმნა “ყულევის თიზ”-ი, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული პროექტის განხორციელების ვალდებულებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Socar-ის შვილობილი კომპანია Socar Georgia Investments-ი იღებდა. თუმცა, შემდგომში აღნიშნულ პროექტს წინსვლა არ ჰქონია, 2016 წელს კი კომპანია “ფაზის ოილი” Socar Georgia Investments-ის ადგილმონაცვლე გახდა. კომპანიის დირექტორის გია შავდიას განცხადებით, “ფაზის ოილი” გასული წლების განმავლობაში საინვესტიციო პროექტის მომზადებაზე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები