მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ COVID-19-ის გამოსავლენ პირველ სწრაფ ანტისხეულების ტესტს ავტორიზაცია მისცა

5e8c3d94a4cb7
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 12:53
1763
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Cellex-ის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის გამოსავლენ პირველ სწრაფ, ანტისხეულების ტესტს ავტორიზაცია მისცა. ამის შესახებ ინფომაციას medscape.com-ი ავრცელებს.

„მიზანშეწონილია გითხრათ, რომ თქვენი კომპანიის მიერ შემუშავებული პირველი სწრაფი, ანტისხეულების ტესტი, რომელიც COVID-19-ის გამოსავლენად არის განკუთვნილი, ამ ეტაპზე არის უალტერნატივო, ყველაზე სწრაფი და სანდო“, - აღნიშნა FDA-მ Cellex-ისთვის მიწერილ ოფიცილურ წერილში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტესტის მუშაობის პრინციპი შემდეგია: სისხლის პლაზმა ან სისხლი თავსდება სპეციალურ კარტრიჯში და COVID-19-ის ინფცირებასთან დაკავშირებით პასუხს იძლევა 15-20 წუთში. ტესტის სიზუსტე დაახლოებით 93.8%-ია.

”მიუხედავად ანტისხეულების ტესტის დიდი სიზუსტისა, ისინი მაინც არ შეიძლება იქნას გმოყენებული როგორც ინფექციის დიაგნოსტიკის ან მისი გამორიცხვის ერთადერთი საშუალება“, - მითითებულია ანტისხეულების ტესტის ეტიკეტზე.

როგორც FDA აღნიშნავს, ავტორიზაციის მიცემა არ ნიშნავს, რომ ტესტი დამტკიცებულია და მასიურად გახდება ხელმისაწვდომი. ანტისხეულების ტესტი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია და საჭიროებს კვლევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები