წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.2 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 25.9 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 15.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 13.4 პროცენტით.

























