ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებასა და სხვა სექტორებში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. 9 თვეში ინვესტიციები 40%-ით არის შემცირებული. მესამე კვარტლის კლებამ კი 55% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ კვარტალში 197.7 მლნ. დოლარი შეადგინა. კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პირდაპირ უკავშირდება დასავლეთთან გაუარესებულ ურთიერთობებს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს?