მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"FDI-ს შემცირება ქვეყანაში გაურკვეველი საინვესტიციო გარემოს ბრალია"

5c861ed64b04a
ლევან თაღიაშვილი
11.03.19 14:15
927
ფინასისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში გაურკვეველი საინვესტიციო გარემოს ბრალია. ცომაია ამბობს, რომ სამართლებრივი სისტემის ჩამოშლა, არაფორმალური მმართველობა და ინსტიტუტების უფუნქციობა ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე.

„FDI-ს შემცირებაში 2 მთავარი ფაქტორია. ეს არის გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ნიშნავს, რომ გაურკვეველია საინვესტიციო გარემო. ქვეყანაში არის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა. ფაქტია, რომ სამართლებრივი სისტემა ჩამოშილილია, ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს, არაფორმალური მმართველობა გვაქვს, ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ეს მთლიანობაში აუარესებს ბევრ რამეს, მათ შორის ცუდ გარემოს ახდენს საინვესტიციო გარემოზე", - თქვა მან.

აკაკი ცომაია განმარტავს, რომ მეორე ფაქტორი სებ-ის მიერ განხორციელებული საბანკო რეგულაცებია.

„მეორე ფაქტორი საფინანსო სექტორში განხორციელებული რეგულაციებია. მე-4 კვარტალს 2017 წლის მე-4 კვარტალს თუ შევადარებთ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფაქტორის გავლენა მეტად იგრძნობა, რიცხვებშიც აისახა და ვიზუალურად ჩანს", - განმარტა ცომაიამ.

შეგახსენებთ, რომ FDI 2017 წელთან შედარებით 34.9%-ითაა შემცირებული, მე-4 კვარტლის მონაცემებით კი FDI-ის მაჩვენებელი 62.3%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები