საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 199.6 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, გასული წლის პირველ კვარტალში რეინვესტიციის ოდენობა 198.8 მლნ დოლარი იყო.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში გაზრდილია რეინვესტიციის წილი მთლიან FDI-ში.
კერძოდ, პირველ კვარტალში რეინვესტიციის წილმა 71.5% შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 47.8% იყო.