მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფედერაციას შევთავაზეთ, გვეყიდა და Silknet-ში, ჩვენს არხებზე, გვეჩვენებინა ჩემპიონატი. პასუხიც არ გაგვცეს - ბიძინა ბარათაშვილი

#BMGDRIVE - “SILK

Silknet-ს ჰქონდა შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ექსკლუზიური უფლება ეყიდა და საქართველოს ჩემპიონატის თამაშები ეჩვენებინა. ამის შესახებ სპორტის ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა BMGTV-ის გადაცემა BMGdrive-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფედერაციისგან პასუხიც კი ვერ მიიღეს, რაც გაუგებარია. ბიძინა ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა იყო შეთავაზებული და ამასთან, ცალკეული თამაშების ჩვენება ისედაც უფასოდ ხდებოდა.

„ჩვენ გვქონდა შეთავაზება ფედერაციასთან, ჩემი აზრით, საკმაოდ სოლიდურ თანხაზე, რომ Silknet-ში, ჩვენს არხებზე გვეჩვენებინა საქართველოს ჩემპიონატი. ჩვენ ისედაც ვაჩვენებდით და გვინდოდა, რომ სრული პაკეტით წამოგვეღო და ყველა თამაში გვეჩვენებინა, ზოგი უნივერსალის ეთერით მთელს საქართველოში და ზოგი შიდა არხებით. უარიც კი არ გვითხრეს, სამწუხაროდ, ისე აეწყო, რომ საბოლოოდ უარი გამოვიდა.

ყველაზე გაუგებარი ის იყო, რომ მოლაპარაკება გვქონდა იმ პერიოდში, როცა უფასოდ გვაძლევდნენ ამ თამაშებს და შაბათს რომ ჩემპიონატი იწყება, მოლაპარაკებაში ვიყავით, ვაჩვენოთ თუ არა ეს თამაში. ამ ვითარებაში, მივედით და ვუთხარით, რომ იმაში, რასაც უფასოდ გვაძლევთ, 5-წლიან ვადაში გადაგიხდით რამდენიმე მილიონ ლარს. დიდი ხანი პასუხი ვერ მივიღეთ, ის მოლაპარაკებაც გაჩერდა, შაბათს უნდა ყოფილიყო ისიც აღარ ვაჩვენეთ და ახლა აჩვენებენ თავის YouTube-ზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“,- აღნიშნა ბიძინა ბარათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები