მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია, რომელიც გუშინ დაჭრეს, გარდაიცვალა

6142e773cea73
ინგა მურუსიძე
16.09.21 10:47
54114
გუშინ, ვერაზე მომხდარი გასროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელსაც 8 ტყვია მოხვდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო გადაყვანილი და ექიმების მცდელობის მიუხედავად, სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობების გამო დაიღუპა.

შემთხვევა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას bm.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს, ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა. ნიკო კვარაცხელიამ საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები