სოციალურმა ქსელებმა, „ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ მუშაობა განაახლეს. სოციალური ქსელები საათზე მეტი იყო გათიშული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „მეტას“ წარმომადგენელმა ენდის სტოუნმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობდნენ.
კომპანია „მეტას“ გათიშვის მიზეზებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ გაუვრცელებია.