ბაზარზე ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად სრულიად ახალი კულტურებიც გაჩნდა. საქართველოში ფერმერები ფისტას პირველ საექსპერიმენტო მოსავალს ელოდებიან. ახლა ეს კულტურა ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა რამდენიმე წელში ის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი იქნება. ამას მაშინ ვნახავთ, როცა ყველა დარგული ნერგი მსხმოიარობაში შევა და ბაზარზე არცთუ მცირე ფასად გაიყიდება და მისი ფასი შედარებისთვის, კაკლსა და თხილზე გაცილებით მაღალი იქნება.