სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. აქვე გეტყვით, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა. სწორედ 2023 წლის პრაქტიკამ აჩვენა ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად კონტროლის მექანიზმის საჭიროება დადგა. როგორ აფასებენ სექტორის წარმომადგენლები ინიციატივას და როგორ გაკონტროლდება სუბსიდირების მიზნობრიობა?
მარიამ იზორია - #BMG-ის ჟურნალისტი;