,, სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნას და ტექნოლოგიებს ნომერ პირველ პრობლემად დავასახელებდი” - ამის შესახებ ISET-ის მკვლევარმა რატი კოჭლამაზაშვილმა ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, აქედან გამომდინარე, მისი ნომერ პირველი რეკომენდაციაა ფერმერებში ცოდნის ამაღლება.
,, ნომერ პირველი რეკომენდაცია ის არის, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა მოძველებული და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალწლიან კულტურებზე, საჭიროა ჯიშებისა და ბაღების განახლება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, მაგარამ ამის შედეგი გვექნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. საჭიროა მოხდეს ცოდნის ამაღლება ადგილობრივ ფერმერებში, რაც უფრო ორიენტირებული იქნება საშუალო და გრძელვადიან განვითარებაზე. ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება და იმ ფერმერებზე, ვინც მოტივირებულები არიან თანამედროვე რელსებზე გადავიდნენ’ - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

























