მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფერმერებისთვის ძალიან გართულდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა"

5ad74bc3480be
სალომე მეცხვარიშვილი
18.04.18 18:40
1113
მას შემდეგ, რაც მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ფერმერებისთვის ძალიან რთული გახდა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა,- ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან ერთად, ფერმერებისთვის დიდ პრობლემას ქმნის თვითმმართველობებში ბიუროკრატია.

„მეორე გამოწვევა არის მუნიციპალიტეტები და ბიუროკრატია. როდესაც ფერმერს რაიმე სახის მიწის იჯარით აღება უნდა ან უნდა განავითაროს სოფლის მეურნეობის მიმართულება, ხდება გაურკვეველი ვადით სხვადასხვა უწყებებთან გადამისამართება“,- აცხადებს ნინო ზამბახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები