მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერებს ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ისევ აქვთ - ნინო ზამბახიძე

647f78f242392
ალა ისპირიანი
06.06.23 23:00
788
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფერმერების გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ ფერმერებისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება.

„ფერმერებს ისევ ის გამოწვევები აქვთ, რაც 10 წლის წინ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დონორი და სახელმწიფო პროექტები არსებობს, მაინც ისეთი მოცემულობაა, რომ დასაწყისში სტარტაპისთვის ფული არსებობს, შემდეგ უკვე დიდებისთვის არსებობს და როცა უკვე განვითარდება უნდა და საბრუნავი კაპიტალია საჭირო, აქ სერიოზული პრობლემა იქმნება. ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. 

ამის მიზეზი იყო კონსტიტუციაში მიწების შესახებ ჩანაწერი, შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა რეგულაციები დაუწესა ბანკებს და სამომხმარებლო სესხი  პირველადი წარმოებისთვის ვერ იქნა გამოყენებული", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ და დასძინა, რომ ასევე პრობლემაა განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და სარეალიზაციო ბაზარი.

მისივე თქმით, ასევე რთულია ბიზნესის განჭვრეტა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სრული სტატისტიკა და სრულყოფილი ინფორმაცია, რომელი ფერმერი რას აწარმოებს.

"შეიძლება ერთ წელს ყველამ ერთი და იგივე აწარმოოს და ფასი ძალიან დაეცეს ან მეორე წელს ყველამ გადაწყვიტოს, რომ კონკრეტულ პროდუქტს აღარ აწარმოებს და ის პროდუქტი დეფიციტური გახდეს. როდესაც ინფორმაცია არ არსებობს რომელი ფერმერი რას აწარმოებს ბიზნესის დაგეგმვაც ძალიან რთულია, ამიტომ აღნიშნული მონაცემების არსებობაზე, როგორც საქსტატმა, ასევე სოფლის მეურმეობის სამინისტროსვე უნდა იზრუნონ“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე მოსაზრებით, სახელმწიფომ ახლა ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და საერთაშორისო ბაზრების მოძიებაზე უნდა გააკეთოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები