მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფერმერებს პროგრამის GLOBAL GAP დანერგვის მომსახურების საფასურის 50% დაუფინანსდებათ

57a83e587a1ad
BM.GE
08.08.16 12:08
1363
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმის გულისხმობს პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებას. ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები (მათ შორის ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში). მემორანდუმის ფარგლებში ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდ. მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვა იქნება შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სრულად 100%-ით დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ს გადახდა მოხდება ბენეფიციარების მიერ.

დახმარებას მიიღებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩართული 234 ბენეფიციარი და პროგრამა ქართულ ჩაიში“ ჩართული 7 ბენეფიციარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები