მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერმერის დღე 2022“

BM.GE
21.11.22 11:11
519
2015 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 20 ნოემბერს “ფერმერის დღე” აღინიშნება. პანდემიისგან გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ კი, წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით “ფერმერის დღე” კვლავ აღინიშნა.ამ დღის აღსანიშნავად საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აგრომარკეტის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისეთი ხარისხიანი ქართული პროდუქტები დაეგემოვნებინათ, როგორიცაა: ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი, სანელებლები, ჯემები და მურაბები, ჩირი და ჩურჩხელა. ფერმერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი კი, სასტუმრო რუმსში გაგრძელდა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდება და მათ სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

სტუმრები: თამარ თორია - "ფერმერთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
ილია თამარაშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები