მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფერმერთა ასოციაციამ აშშ-ში მობილური აპლიკაცია "აგრონავტის" პრეზენტაცია გამართა

5b2ce48cf34fa
BM.GE
22.06.18 15:57
585
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი, თამარ თორია, საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ვაშინგტონში, ორგანიზაცია FHI 360-ში ჩატარებულ ICTforAg (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობისთვის) 2018 კონფერენციაზე დასწრება.

კონფერენციაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიის სფეროში აქტიური 300-მდე ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები პირი საერთაშორისო განვითარების საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან.” დისკუსიები წარიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლია ინოვაციებს გააძლიეროს მცირე ფერმერები და მათი მხარდამჭერი თემები, საონფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც მცირე ფერმერების, ასევე სასოფლო-სამეურნეო საბაზრო სისტემების პროდუქტიულობის ზრდას. ამ კონტექსტში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ორ ჯგუფურ სესიაზე.

პირველ სესიაზე, თამარ თორიამ წარადგინა USAID „პროექტი ზრდა საქართველოში“ მიერ დაფინანსებული მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ დემო ვერსია, რასაც წინ უძღოდა ამავე პროექტის ხელმძღვანელის ბრაინ კინგის პრეზენტაცია „პროექტი ზრდა საქართველოში“ საქმიანობის შესახებ. მეორე სესია დაეთმო სხვადასხვა ICT პლატფორმებისა და აპლიკაციების მართვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს, პაკისტანისა და მექსიკის მაგალითზე,”-აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

საქმიანი ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო სასწავლო ტურს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დელეგაციამ მოინახულა მერილენდის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და ლორელში, მერილენდში კომპანია “Coastal Sunbelt Produce”. გაზიარდა საინტერესო გამოცდილებები და მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები