საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. წელს 4 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 94.6 მლნ დოლარის ფეროსილიკომანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 92%-იანი ზრდაა. მათ შორის აპრილში უცხოეთში 18.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 4 თვეში მკვეთრი ზრდა ძირითადად მარტში ექსპორტის ასევე მკვეთრი ზრდის დამსახურებაა. ამ თვეში უცხოეთში 43.67 მლნ დოლარის პროდუქციაა გატანილი, რაც მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარია. საექსპორტო ბაზრებს შორის თურქეთი ლიდერობს - 20.66 მლნ დოლარით. მეორე ადგილზეა აშშ - 16.4 მლნ დოლარით, სამეულში შედის ნიდერლანდები - 10 მლნ დოლარით. შემდეგ პოზიციებზეა იტალია და კანადა. როგორია დღეს ფასები ფეროსილიკო მანგანუმზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და ახერხებენ თუ არა კომპანიები გაზაფხულზე იაფი ელექტროენერგიის მიღებას.
სტუმარი: ილია გოგსაძე - AMB Alloys-ის აღმასრულებელი დირექტორი


































