ფეროშენადნობების სექტორში შექმნილი რთული ვითარება უკვე აისახა ექსპორტის ოფიციალურ მონაცემებშიც. მართალია, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი, 62.1%-ით, 227 მლნ აშშ დოლარამდე იყო გაზრდილი, თუმცა სექტემბერში უკვე მკვეთრი, 70.4%-იანი კლება ფიქსირდება. სექტემბერში ექსპორტზე სულ 7.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6,152 ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე. მაშინ, როცა გასული წლის სექტემბერში ექსპორტზე 25.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 21,506 ტონა ფეროშენადნობები გავიტანეთ. რამდენად ღრმა კრიზისში შევიდა ფეროშენადნობების სექტორი და რა ტენდენციების გლობალურ ბაზარზე?
სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი;