ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი გაჩერდა - რა ხდება ბაზარზე?
BM.GE
13.01.23 19:18
• 298
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დროებით დაიხურა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. ფეროშენადნობების ბაზარზე 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე ნეგატიური ტრენდი ფიქსირდება. ნოემბერში, ექსპორტზე მხოლოდ 7.1 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფეროშენადნობებზე ფასის შემცირებასთან ერთად მცირდება ფოლადის წარმოებაც. ამას დაერთო რუსეთის მიერ ქართულ ფეროშენადნობებზე საბაჟო გადასახადის შემოღებაც. შედეგად საქართველოში მოქმედმა მცირე მწარმოებლებმა საქმიანობა შეაჩერეს და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. რა ხდება ფეროშენადნობების ბაზარზე?