ფეროსილიკონზე ფასების კლება ზაფხულიდან შეიმჩნევა და ამ დროის მონაცემებით, გლობალურ ბაზრებზე ევროპული ფეროსილიკონის ღირებულება 1440 დოლარის ფარგლებია, ხოლო ჩინურის 1275 დოლარის. ანალიტიკურ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ უახლოეს ხანებში ფასების ზრდის მოლოდინი ნაკლებადაა. ამ ფონზე კი იმ ფეროშენადბთა საწარმოების ნაწილში, რომლებსაც ერთ წელზე მეტია მუშაობა გაჩერებული აქვთ, აცხადებენ, რომ შემცირებული ფასების ფონზე, უახლოეს ხანებში წარმოების განახლებას ვერ მოახერხებენ.