მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების სექტორი მორიგი კრიზისის მოლოდინშია - პროდუქციის ფასი მცირდება;

ფეროშენადნობების დარგი მორიგი კრიზისის მოლოდინშია. მიუხედავად 8 თვეში ექსპორტის 91%-იანი ზრდისა, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლობალურად ფეროსილიკონმანგანუმზე შემცირებული ფასების ფონზე, დარგში ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მცირე საწარმოებს წარმოების პროცესის გაჩერება კვლავ მოუწიოთ. ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებს ისიც, რომ ზამთრის პერიოდში მძიმე მრეწველობის საწარმოებს ელექტროენერგიის უფრო ძვირად შესყიდვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები