მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების სექტორის კრიზისი - ექსპორტი $180,6 მილიონამდე დაეცა

ფეროშენადნობების სექტორი ისევ კრიზისშია. გასულ წელს ექსპორტი 180,6 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 60%-იანი კლებაა. ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში დღესაც შედის, თუმცა 2023 წლიდან სექტორი კრიზისშია. გლობალურ ბაზარზე ფასის ვარდნის გამო საქართველოში უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს და ამ რეჟიმში ოპერირება დღემდე შენარჩუნებულია.

2022 წელს საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტმა 460 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 180, 6 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა ამ საქონლის ექსპორტში სხვა წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც გასულ წელს 69 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. მიუხედავად მაღალი საბაჟო მოსაკრებლის დაწესებისა, საქართველოდან ფეროშენადნობები მაინც გადის რუსეთში. ის საექსპორტო ხუთეულში, მეორე ადგილზეა, მესამეზეა თურქეთი.

როგორ ოპერირებს ეს სექტორი კრიზისულ პერიოდში და რამდენად დამაიმედებელია საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები