მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობების სექტორში კრიზისი გრძელდება - როგორია მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე?

იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 143 მილიონი დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. ზრდა 30%-ია. საქსტატის ინფორმაციით, ფეროშენადნობებს მთლიან ექსპორტში 5%-იანი წილით მესამე ადგილი უჭირავს. ყველაზე მეტი, 37 მილიონი დოლარის ექსპორტი ივნისში შესრულდა, 30 მილიონის კი მარტში. სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტიორებმა 9 მილიონ 874 ათასი დოლარის ფერო თებერვალში გაყიდეს. გასულ თვეში ყველაზე დიდი მოცულობის ფეროშენადნობები თურქეთში გაიყიდა, 29 მილიონ 394 ათასი დოლარის ღირებულების. მეორე ადგილზე ეგვიპტეა, 3 მილიონი დოლარით. ხუთეულშია ესპანეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო. 181 ათასი დოლარის ფეროშენადნობები რუსეთში გაიყიდა. რამ გამოიწვია ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა? როგორია ტენდენციები და რა მოლოდინები აქვთ კერძო სექტორში?

სტუმარი: გიორგი ტატიშვილი - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები