მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობებზე ფასების კლება გრძელდება - რა ვითარებაა ბაზარზე?

ფერო-შენადნობების ბაზარზე ფასების კლება ივლისშიც გაგრძელდა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში ჩინეთის ბაზარზე ფიუჩერსების ფასი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა, ევროპის ბირჟებზე კი, კლება უფრო მკვეთრია და 8.9%-ს შეადგენს. ამ დროისათვის 1 ტონა ფეროსილიკონის ფასი ჩინეთის ბაზარზე 1375 დოლარია, ევროპის ბაზარზე 1541 დოლარი. ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გრძელდება საქართველოშიც, თუმცა, მაისის რეკორდული ვარდნის შემდეგ, ექსპორტში მცირე გამოცოცხლება შეინიშნებოდა. თუ მაისში ექსპორტზე 2 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, ივნისში ექსპორტი 23.1 მლნ-მდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ი იყო, სადაც 21 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. წლის 6 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 109.64 მლნ დოლარის ფეროშენადნობებია გატანილი, წლიურად კლება 64%-ს აღწევს.

რა ტენდენციებია დღეს ბაზარზე და რა გეგმები აქვს ფეროს მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას? 

სტუმარი: ლაშა თუთბერიძე - „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები