მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობებზე  ფასების კლება ნოემბერშიც გაგრძელდა - G&T

ფეროშენადნობები ჯორჯიან მანგანეზი

ფეროშენადნობებზე ფასების კლება გრძელდება. Galt & Taggart -ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი 0.3%-ით, ხოლო ჩინურის 1.5%-ით შემცირდა.

ამასთან, სექტემბერში დაფიქსირებული ჩინურ ფეროსილიკონზე ფასის 3.7%-იანი ზრდა როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე დროებითი კორექცია იყო და არა ფასების ტენდენცია ცვლილება.

"მიმდინარე წელი ორივე ნედლეულისთვის მძიმე აღმოჩნდა - ევროპულის ფასი წლის დასაწყისიდან 32.4%-ითაა შემცირებული, ჩინურის კი 18.9%-ით. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 68.0%-იანი კლებით აისახა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 10 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 143.2 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, ძირითადად არა პროდუქციის რეალიზაცია, არამედ უცხოეთში მდებარე საწყობებში გადატვირთვა ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები