მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეროშენადნობებზე ფასი რეკორდულად შემცირდა - საქართველოში ქარხნების ნაწილი დროებით დაიხურა

BM.GE
18.01.23 12:04
235
გეოპოლიტიკური მოვლენები და საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა არის გამოწვევა ფეროშენადნობების ქართველი მწარმოებლებისთვისაც. ქარხნების ნაწილი დროებით დაიხურა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბაზარზე 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე ნეგატიური ტრენდი ფიქსირდება. 

ნოემბერში, ექსპორტზე მხოლოდ 7.1 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. აქედან $3.4 მლნ რუსეთზე მოდის, $1.8 მლნ კი თურქეთზე. მთლიანობაში 2022 წლის 11 თვე ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის კარგი იყო. ძირითადად პირველი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ბაზარზე პანიკა და თავდაპირველად ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. 

გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც ის საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. ექსპორტის ნახევარზე მეტი - 51% აშშ-ზე მოდის. ბიზნესი ამბობს, რომ ევროპაში ენერგომატარებლების დეფიციტმა მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც ფასი მასზე თითქმის 60%-ით შემცირდა. განსაკუთრებით პრობლემები მცირე მწარმოებლებს შეექმნათ. 

როგორ ოპერირებს ქვეყნის ექსპორტში მნიშვნელოვანი როლის მქონე ბიზნესი?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები