ქართულ ფეროშენადნობთა სექტორს განსაკუთრებით შეეხო კრიზისი თურქეთსა და რუსეთში, - ამის შესახებ „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი bm.ge-სთან აცხადებს.
მისი თქმით, სანქციების გამო მეზობელ ქვეყნებში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც მათ პროდუქციის შეძენა უფრო იაფად სურთ.
„სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს, რომ ხელი შეგვიწყოს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები არის გადასადგმელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს თვითღირებულებაში ელექტროენერგიის ფასი. თუ იქნება ამაზე შეღავათი ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის ძალიან კარგი იქნება.
ჩვენს სფეროს განსაკუთრებით შეეხო კრიზისი, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთსა და რუსეთშია სანქციების გამო. ნაკლებ ფასად უნდათ ჩვენს პარტნიორებს ჩვენი ნაწარმის შეძენა. ამ ჭიდილში ვართ, ფასს არ ვწევთ, რადგანაც თვითღირებულება შედარებით მაღალი გვაქვს და მათ კი დაბალი ფასი სურთ. იმედია ეს კრიზისიც ჩაივლის“,- აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.

























