მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფეროშენადნობთა ბაზარზე მოთხოვნის ზრდას ელოდებიან - ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა დარგზე;

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი გაჩნდა. როგორც ფეროშენადნობთა საწარმოების ნაწილში აცხადებენ, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ინდოეთს, რომელიც გლობალურად პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. ამ ფონზე, კი მოსალოდნელია, რომ ერთი მხრივ, ბაზარზე ფასები გაიზრდება, მეორე მხრივ, კი ქართული ფეროშენადნობების ექსპორტი გააქტიურდება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად, წლის პირველ 2 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტის 93%-იანი ზრდისა, დარგის საწარმოების დიდი ნაწილი ამ დროისთვის კლავ გაჩერებულია, გლობალურ ბაზარზე არსებული შედარებით დაბალი ფასებისა, ადგილობრივი საწარმოებისთვის გამოწვევაა ელექტროენერგიაზე არსებული მაღალი ფასებიც. რა ტენდენციებია ფეროშენადნობების დარგში და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები