მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი LUCE - რა არ მოსწონთ ინვესტორებს?

ფერარიმ თავისი პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა სახელად ფერარი ლუჩემ. ის 550.000 ევრო ღირს. ფერარის პირველი ელექტრო მანქანის დიზაინი შქმნა ეპლის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა ჯონი აივამ, და მისი პირმშო ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატარეს. ბრენდის სირცხვილი, ენცოს ხსოვნის შებღალვა, დიფ სთეითი, რატომ ატრიალებდი თეფშს პანტიანში და კლავდი შავ დედალს მუხრანში - მოკლედ, რა არ დააბრალეს საწყალ დიზაინერს. თვით ფერარიმაც კი აღიარა რომ ახალი ელექტრომობილის ირგვლივ მძაფრი დისკუსია და კამათია, თუმცა კომპანია აცხადებს: როცა იყენებ ტენოლოგიებს რომელიც არის ნახტომი, მაშინ დიზაინიც უნდა იყოს შესატყვისი ამ ნახტომისა წინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები