მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari-მ 296 Challenge Stradale წარადგინა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ ბარსელონა-კატალონიის ავტოდრომზე საგზაო მოხმარებისთვის ადაპტირებული ახალი სარბოლო სუპერქარი 296 Challenge Stradale-ი წარადგინა. მოდელი სარბოლო 296 Challenge Evo-ს ბაზაზე შეიქმნა და სტანდარტული 296GTB-ისგან განსხვავებით, არ აქვს ელექტროფიცირებული აგრეგატი. კომპანიამ ავტომობილიდან 5-კილოვატსაათიანი ბატარეა, უკანა ელექტროძრავა და მაღალი ძაბვის გაყვანილობა ამოიღო.ჰიბრიდული სისტემის ამოღებამ წონის ბალანსი 1.5%-ით წინ გადასწია და რეგენერაციული დამუხრუჭების ფუნქცია გააუქმა. ამის საკომპენსაციოდ, Ferrari-მ უკანა კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკები და მათი გამაგრილებელი არხები გაზარდა, ხოლო დაკიდების სისტემის წყობა შეცვალა. ახალი საკიდარი ნახევრად აქტიური ამორტიზატორებითა და ორმაგი ზამბარებით აღიჭურვა, რაც მოსახვევებში ძარის გადახრას ამცირებს.

296 Speciale-სგან განსხვავებით, 296 Challenge Stradale შეზღუდული სერიით არ გამოვა და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს Ferrari-ს წინა მოდელების ფლობის ისტორიის გარეშე შეეძლება. იტალიის ბაზარზე ახალი სუპერქარის ფასი $320,000 იქნება, აშშ-ში მისი მიწოდება კი 2027 წლის მესამე კვარტალში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები