მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrero-ს შვილობილმა "აგრიჯორჯიამ" 2023 წელი ზარალით დახურა - რა სტრატეგიით საქმიანობს კომპანია საქართველოში?

თხილი

Ferrero -ს შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ 2022-2023 ფინანსური წელი 35 მლნ ლარის ზარალით დახურა.

კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ ფინანსურ წელს (2022 წლის 31 აგვისტო- 2023 წლის 31 აგვისტო) „აგრიჯორჯიამ“ ამონაგები 2.3 მლნ ლარით 41.3 მლნ-მდე გაზარდა, თუმცა საოპერაციო საქმიანობა 20 მილიონიანი ზარალით დაასრულა. წლის სრული ზარალი კი 34.7 მლნ ლარი იყო, 2021-2022 ფინანსურ წელს არსებული 22.3 მილიონიანი წმინდა მოგების შემდეგ. კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ზარალი ძირითადად მიწისა და ბიოლოგიური აქტივების გასვლით და საკურსო სხვაობით იყო გამოწვეული.

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ერთადერთი უშუალო მშობელი კომპანია იყო Ferrero Trading Lux S.A. და საბოლოო მშობელი კომპანია იყო Ferrero International S.A.

ანგარიშის მიხედვით, “აგრიჯორჯია“ ამჟამად ოპერირებას უწევს 800 ჰექტარზე გაშენებულ თხილის ბაღებს. (2022 წელს 2,300 ჰექტარამდე) კომპანია აწარმოებს ქართული, იტალიური და სხვა ევროპული თხილის სახეობებს და ძირითადად ყიდის მასთან დაკავშირებულ მხარეებზე

2021 წელს კომპანიამ გაყიდა მარტვილის, აბაშისა და სენაკის რაიონებში მდებარე 1,815 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. 2023 წელს განხორციელდა წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში 1,500 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთებზე განთავსებული პლანტაციების მორიგი რეალიზაცია. თუმცა ამავდროულად, კომპანიამ დაიწყო თხილის შესყიდვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ამ მიზნით, მოაწყო ახალი საწყობი კახეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები