მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferring Pharmaceuticals საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდა

5f3be5a590142
BM.GE
18.08.20 18:28
775
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მსხვილ შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანიასთან „Ferring Pharmaceuticals“, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებენ.

“ჩვენთვის სამედიცინო სექტორის განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ასეთი მაღალი დონის, საერთაშორისო კომპანიის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება, ჩვენ მიერ შერჩეული ინვესტიციის მოზიდვის სტრატეგიის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს” - განაცხადა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ონლაინ შეხვედრები ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა “Bosch Service Solutions”, “Nestle”, “Stadler Rail” და სხვა.