მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფესტივალ Echowaves-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

5b275f96bc7ef
BM.GE
18.06.18 11:27
1003
Echowaves ახალი მუსიკალური ფესტივალია რომელიც სტარტს წელს ანაკლიაში აიღებს. ფესტივალი 23 -26 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას 150-ზე მეტი არტისტი მიიღებს. Echowaves ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება. 2014 წელს EXIT „ ევროპის საუკეთესო ფესტივალად“ იქნა აღიარებული. თავად EXIT 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდნეტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
Echowaves ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 4 დღიანი multi-pass-ის საწყისი ფასი, ივნისის ბოლომდე 120 ლარია. თუმცა მათთვის, ვინც დარეგისტირებულია Super Early Bird-ზე, ფასი ფესტივალის დაწყებამდე იგივე დარჩება.

ფესტივალის სტუმრებს შორის არიან: JUAN ATHKINS FEAT DZIJAN EMIN AND TBILISI CONSERVATOIRE ORCHESTRA, TRICKY, ARIL BRIKHA, SOLOMUN, ANDREY PUSHKAREV, KOLLEKTIV TURMSTRASSE და სხვები.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ანაკლიაში და ადგილზე გაეცნო ყველა ტექნიკურ დეტალს, რომელიც ფესტივალის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. მათ დაათვალიერეს ბულვარის ტერიტორია სადაც განთავსდება ფესტივალის სცენები და ყველა საჭირო ობიექტი.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ,  ანაკლიის სანაპიროზე ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ კარგ მუსიკასაც მოუსმინონ და ანაკლიის სანაპირო მაქსიმალურად აითვისონ - აქ იქნება სახელოვნებო სივრცე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და იმუშავებს აკვა-პარკი. ორგანიზატორების თქმით, მაქსიმალურად იქნება დაცული საფესტივალო ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, რომ ANAKLIA ECHOWAVES-ის 4-დღიანი ფესტივალის ჯამური ბიუჯეტი 6 მლნ ლარს აღემატება. როგორც ცნობილია, ANAKLIA ECHOWAVES პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში იმართება და ის ფაქტობრივად, GEMFEST-ის ალტერნატიული სამთავრობო ფესტივალია, რადგან წელს GEMFEST ბიუჯეტიდან არ დასუბსიდირდება.

როგორც BM.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ANAKLIA ECHOWAVES-ის ბიუჯეტი სულ 6 მლნ ლარია, საიდანაც დაახლოებით, 4.1 მლნ ლარი მთავრობის თანადაფინანსება იქნება, ხოლო დანარჩენი თანხის მობილიზებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

Echowaves ის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

https://tkt.ge/ka/event/echowaves-powered-by-exit-146767
https://eventer.ge/event/echowaves-powered-by-exit/904/en
https://biletebi.ge/startup.aspx

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები