მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალი “არტ-გენი” ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

64b550aaa771e
ნინი ლონგურაშვილი
17.07.23 18:43
706

წელს, ფესტივალი „Art-გენი" მეოცედ იმართება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, თბილისის ფესტივალი 20 ივლისს აიღებს სტარტს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

როგორც „Art-გენის“ ორგანიზატორი, სოლომონ გოგაშვილი BMG-სთან ამბობს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ფესტივალი, შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს. 

“ვფიქრობ, უკვე დროა შემოქმედებით გუნდთან ერთად ჩვენი ფესტივალი უცხოეთშიც გავიდეს და საქართველოს საზღვრებს მიღმაც ჩატარდეს. ეს არამარტო ემიგრანტებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, არამედ გვინდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა გავაცნოთ ევროპას, აზიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რაც ყველაზე მთავარია, ამის პოტენციალი გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, რასაც “არტ-გენი” 20 წელია ითვისებს", - განაცხადა სოლომონ გოგაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული ქალაქი არ არის შერჩეული:

"შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ქალაქი, მაგრამ ეს იქნება პრაღა, მიუნხენი, პარიზი თუ სხვა, ჯერ არ ვიცით. ფესტივალის შემოქმედებითი გუნდი მზადაა საზღვრებს მიღმა გასასვლელად. მცირედი მხარდაჭერა თუ იქნება კერძო სექტორისგან, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ექსპორტზე გასვლას და 2023 წლის შემოდგომიდან გარე "არტ-გენზე ვისაუბროთ", -  აღნიშნა სოლომონ გოგაშვილმა. 

შეგახსენებთ, ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის განმავლობაში მან მთელ საქართველოში უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიძია და დააარქივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები