მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალზე - "გაიცანი ქართული" 50-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას

5df241bdc7e65
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.19 19:25
1363

ფესტივალი "გაიცანი ქართული" 14 და 15 დეკემბერს ტრადიციულად, "თბილისი მოლში" გაიმართება.

ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორის - მეწარმეთა კავშირის მედიაჯგუფის ხელმძღვანელმა ლუკა წიქარიშვილმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფესტივალი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე 1 წელია, რაც ტარდება.

„ფესტივალის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს განვითარებას და საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში.

პროდუქციას, როგორც კვების, ასევე ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნივთების სახით, ჯამში, 50-ზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე წარადგენს.

მეწარმეთა კავშირი ფესტივალს რამდენიმე ადგილას ატარებს, თუმცა "გაიცანი ქართული" სისტემატიურად თბილისი მოლში ტარდება. მთაწმინდის პარკი, სავაჭრო და ბიზნესცენტრი "ქარვასლა", თბილისი მოლი, გარდენია, ბათუმის ბულვარი და კიდევ სხვა, თუმცა რაც განასხვავებს "თბილისი მოლში" გამართულ „გაიცანი ქართულს“, სხვა ბაზრობებისგან, დახლის ფასია. ჩვენთან დახლის (სტენდის) დაქირავება მხოლოდ 15 ლარი ღირს, რაც ვფიქრო, მცირე მეწარმეებისთვის ხელსაყრელია“, - გვითხრა წიქარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სხვა ადგილებიდანაც არსებობს შემოთავაზებები და მიმდინარეობს მოლაპარაკება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები